კალათბურთი

23:43 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 16 ქულა კალიფორნიაში

დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” მორიგი პოსტ-სეზონური მატჩი ჩაატარა და კალიფორნიაში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში “პასიფიქ თაიგერსთან” 60:75 წააგო, საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კი გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

სანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 25 წუთში 16 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. დუდამ 7-დან 6 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, შორი დისტანციიდან კი ვერ ივარგა – 6-ვე სამქულიანი ააცილა. ქართველი მცველის პასივში 2 დაკარგვა და ამდენივე პერსონალური ფოლი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116756