დუდა სანაძის “სან დიეგომ” მორიგი პოსტ-სეზონური მატჩი გამართა და მოედანზე ქართველი კალათბურთელიც ვიხილეთ. შეგახსენებთ, რომ “პორტლენდ სტეიტთან” წინა შეხვედრაში (87:65) დუდა განაცხადში არ ყოფილა და ახლაც, იმის გამო, რომ ტრავმა ბოლომდე მოშუშებული არა აქვს, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
“სემ ჰიუსტონ სტეიტ ბეარქეთსთან” მოგებულ (77:72) მატჩში სანაძემ 18 წუთს იასპარეზა და საკმაოდ შედეგიანი გახლდათ. ქართველმა მცველმა 2-ვე ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 2 მოხსნა წაამატა. დუდამ ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“