კალათბურთი

16:32 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

სანაძე საუკეთესოა

აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში განცდილი პირველი მარცხის შემდეგ, დუდა სანაძის “სან დიეგომ” მობილიზება მოახერხა და “გრინსბოროსთან” შეხვედრაში სეზონში მე-6 გამარჯვება იზეიმა – 83:71.

სასიხარულოა, რომ საკუთარი გუნდის რიგებში ქართველი კალათბურთელი ყველაზე შედეგიანი გახლდათ. დუდა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

სანაძემ 8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 1 შეცდომა დაუშვა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

“სან დიეგოს” მომდევნო მატჩი 27 ნოემბრის დილას სამხრეთ ილინოისის გუნდის წინააღმდეგ ელის.

0.11511