“სან პაულუს” ახლადდანიშნულმ პრეზიდენტ კარლოს აიდარს “მილანის” პლეიმეიკერის – კაკას მშობლიურ კლუბში დაბრუნება სურს. ამის შესახებ თავად აიდარმა განუცხადა Lancenet-ს.
“მისი დაბრუნება მართლაც ძალიან მინდა. კაკა “სან პაულუს” სავიზიტო ბარათია. ის მრავალმხრივ დადებითი ადამიანი და კარგი ფეხბურთელია, რომელსაც გოლების გატანა მრავლად შეუძლია. სამწუხაროდ, მისთვის ბრძოლაში, არაბებთან და ჩინელებთან კონკურენცია გაგვიჭირდება. არადა, “სან პაულუს” იდეალურად მოერგებოდა”, - განაცხადა აიდარმა.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის კაკა “სან პაულუს” ღირსებას 1994-2003 წლებში იცავდა, საიდანაც “მილანში” გადავიდა.