2013 წელს, სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცი ხოსე ნესტორ პეკერმანი დაასახელეს.
ეს ჯილდო, რომელიც ურუგვაული გაზეთის El Pais-ის მიერაა დაწესებული, 64 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა ზედიზედ მეორედ მოიგო.
პეკერმანის თავკაცობით, კოლუმბიის ნაკრები 16-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვდა, სადაც ჯგუფში საბერძნეთთან, კოტდივუართან და იაპონიასთან ერთად ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ სამხრეთ ამერიკის საუკეთესო მწვრთნელად ყველაზე მეტჯერ კარლოს ბიანკი დაუსახელებიათ, რომელმაც ჯილდო 5-ჯერ მოიგო.