კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულის მატჩები გაიმართა და კიდევ უფრო ნათელი გახდა ვინ იბრძოლებს უმაღლეს ლიგაში დასარჩენად – “სპარტაკი,” “ზუგდიდი” და “მერანი.” დანარჩენმა სამეულმა თანაბარი ქულები მოაგროვა და მეტ-ნაკლებად შეუძლია მშვიდად ყოფნა.
ზედიზედ მეორედ წააგო “დილამ,” ამჯერად “ვიტ ჯორჯიასთან.” “ტორპედომ” ბოლო დროს მოფერიანებული “ზუგდიდი” დაამარცხა, ხოლო უშუალო კონკურენთთა ჯახი, “მერანსა” და “სპარტაკს” შორის, მცხეთაში უგოლოდ დამთავრდა.
მერანი (მარტვილი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:0
ზუგდიდი – ტორპედო (ქუთაისი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 მამუკა ღონღაძე (53)
დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:2 (1:1)
გოლები: 0:1 შოთა დავლაშელიძე (5), 1:1 გიორგი ბერიაშვილი (22), 1:2 ნიკა სიჭინავა (64)
1 | დილა | 24 | 8 | 8 | 8 | 30:26 | 32 |
2 | ვიტ ჯორჯია | 24 | 9 | 5 | 10 | 31:32 | 32 |
3 | ტორპედო | 24 | 9 | 5 | 10 | 25:32 | 32 |
4 | სპარტაკი | 24 | 7 | 3 | 14 | 21:32 | 24 |
5 | ზუგდიდი | 24 | 6 | 5 | 13 | 14:32 | 23 |
6 | მერანი | 24 | 5 | 4 | 15 | 18:41 | 19 |
მეგოლეები:
14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)
13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)
9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)
8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)
7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)
6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;