ფეხბურთი

12:26 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიამ” მეკარე დაიმატა

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას”, კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. გუნდს 23 წლის მეკარე გიორგი ბეგაშვილი შეემატა, რომელმაც პროფესიონალური კარიერა “გაგრაში” დაიწყო, სადაც 66 მატჩი ჩაატარა.

მას საჩხერის “ჩიხურაშიც” უთამაშია, ხოლო გასული სეზონი, მარტვილის “მერანში” გაატარა. ბეგაშვილი საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებშიც მიუწვევიათ.

ავქე გეტყვით, რომ “სამტრედიას” პირველი მეკარე მიხეილ მუჯრიშვილი ტრავმირებულია და ჯერ არ გარკვეულა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველ ტურში თბილისის “დინამოსთან” ითამაშებს, თუ არა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110738