ჩოგბურთი

16:26 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამპრასის შენაძენი

სადიდსლემო ტურნირების 14-გზის ჩემპიონმა პიტ სამპრასმა და მისმა მეუღლემ, მსახიობმა ბრიჯიტ უილსონმა ლოს ანჯელესის ფეშენებელურ რაიონ ბელ ეირში სახლი იყიდეს. 500 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლისა და 2 აკრი მიწის ნაკვეთის შეძენა წყვილს თითქმის 6 მილიონი დოლარი (5996000) დაუჯდა.

სამპრასების სახლი უწინ ტელეწამყვანსა და მედიამაგნატ მერვ გრიფინს ეკუთვნოდა, 2012 წელს კი მსახიობმა ალბერტ ბრუკსმა იყიდა.

პიტ სამპრასი ჩოგბურთსაც არ ივიწყებს. წლის მიწურულს ლეგენდარული მოთამაშე International Premier Tennis League-ს საგამოფენო ტურნირში ჩაებმება.

შეგახსენებთ, საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში პიტ სამპრასმა საპრიზო სახით 43280450 დოლარი გამოიმუშავა.

0.113541