კალათბურთი

11:25 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამივეში სამით სამი

 

“მემფისთან” სერიის მე-6 მატჩის წინ გაზეთმა The Oklahoman-მა “სანდერის” ლიდერი კევინ დიურანტი “მისტერ არასაიმედოობის” თიკუნით მონათლა, რაც, როგორც სჩანს, მიზნად ნბა-ს ერთ-ერთი უპირველესი ვარსკვლავის კიდევ უფრო მობილიზებას ისახავდა.

შეხვედრაში, რომელშიც, შესაძლოა ოკლაჰომელთათვის სეზონი ნაადრევად დასრულებულიყო, დიურანტმა 17-დან 11 ორქულიანი და 15-დან 14 საჯარიმო ჩააგდო და სტუმრებს 104:84 მოაგებინა.

კევინმა “გრიზლისთან” სერიაში 35 და მეტი ქულა უკვე მე-6 შეხვედრაში მიითვალა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

ის, რომ მემფისელებმა სერიის მოგების ჩინებული შანსი გაანიავეს, საკუთარ თავსაც უნდა დააბრალონ. მასპინძლებმა თამაშიდან მხოლოდ 37.3% ჩააგდეს, აქედან 14-დან 11 სამქულიანი ააცილეს და 28 საჯარიმოდან ცხრაც მიზანს მიღმა სტყორცნეს.

გადამწყვეტ მე-7 შეხვედრას ოკლაჰომა სიტი უმასპინძლებს და “მემფისის” შანსები უკვე ძალიან მწირია. სტატისტიკის თანახმად, მე-7 ადგილზე განთესილ გუნდებს პლეი ოფის მე-2 რაუნდში 61-დან მხოლოდ 5 შემთხვევაში გაუღწევიათ, ამასთან გადამწყვეტი მატჩი გასვლაზე მხოლოდ ერთხელ (1998 წელს “ნიუ იორკმა” “მაიამის” 98:81 სძლია) მოუგიათ...

წონასწორობა აღდგა დღის სხვა სერიებშიც. “ატლანტა ჰოუქსმა” აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონ “ინდიანა პეისერზთან” 88:95 წააგო და სენსაცია ვერ მოახდინა, ხოლო “ლოს ანჟელეს კლიპერსმა” დრამატული მატჩი დათმო (100:99) “გოლდენ სტეიტთან” და საქმის მოთავებას შინაურ კედლებში ეცდება.

 

ატლანტაინდიანა 88:95 (22:20, 17:24, 28:20, 21:31)

ატლანტა: ტიგი (29 ქ.), მილსეპი (16 ქ. 18 მ.), კორვერი (9 ქ.), კეროლი (7 ქ.), ანტიჩი (5 ქ.); უილიამსი (16 ქ.), სკოტი (4 ქ.), მაკი (2 ქ.), ბრენდი.

ინდიანა: ჯორჯი (24 ქ. 8 მ.), უესტი (24 ქ. 11 მ. 6 პ.), სტივენსონი (21 ქ. 9 მ.), ჰილი (14 ქ.), ჰიბერტი; უოტსონი (7 ქ.), კოუპლენდი (5 ქ.), ბატლერი, სკოლა, მაინმი.

სერიაში ანგარიშია 3:3

 

მემფისი – ოკლაჰომა სიტი 84:104 (17:25, 24:31, 20:26, 23:22)

მემფისი: გასოლი (17 ქ.), რენდოლფი (16 ქ. 8 მ.), კონლი (5 ქ. 6 პ.), ლი (4 ქ.), პრინსი; ჯონსონი (15 ქ.), ალენი (13 ქ.), მილერი (7 ქ.), უდრიჰი (2 ქ.), დევისი (2 ქ.), კუფოსი (2 ქ.), ფრენკლინი (1 ქ.), ლეუერი.

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (36 ქ. 10 მ.), უესტბრუკი (25 ქ. 9 მ.), იბაკა (8 ქ. 7 მ.), ბატლერი (7 ქ.), პერკინსი (6 ქ. 7 მ.); ჯეკსონი (16 ქ.), ფიშერი (2 ქ.), კოლისონი (2 ქ.), ადამსი (2 ქ. 5 დ.), ლემბი, ჯონსი.

სერიაში ანგარიშია 3:3

 

გოლდენ სტეიტი – კლიპერსი 100:99 (25:25, 23:26, 22:16, 30:32)

გოლდენ სტეიტი: კარი (24 ქ. 9 პ.), იგუდალა (15 ქ.), გრინი (14 ქ. 14 მ. 5 ჩ.), ტომპსონი (9 ქ.), ლი (8 ქ. 9 მ.); სპეიტსი (12 ქ.), კროუფორდი (8 ქ.), ბარნსი (8 ქ. 7 მ.), ო’ნილი (2 ქ.).

კლიპერსი: ბარნსი (18 ქ. 11 მ.), გრიფინი (17 ქ. 9 მ.), რედიკი (15 ქ.), პოლი (9 ქ. 8 პ.), ჯორდანი (9 ქ. 19 მ. 4 დ.); კროუფორდი (19 ქ.), კოლისონი (12 ქ.), გრინი, დადლი, გრეინჯერი, დევისი.

სერიაში ანგარიშია 3:3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112223