სხვა

12:44 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამინისტროში თბილისი 2015-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 2015 წელს თბილისში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს თბილისი 2015-ის საერთაშორისო სააკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარე და სლოვაკეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი იოზეფ ლიბა, აგრეთვე თბილისი 2015-ის კომიტეტის მენეჯერი კატერინა ნიჩოვა სტუმრობდნენ.

იოზეფ ლიბას და კატერინა ლიბას სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა – თამაზ თევზაძემ და აკაკი ლოდიამ, აგრეთვე სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მაჭავარიანმა უმასპინძლეს.

შეხვედრას ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და თბილისი 2015-ის კოორდინატორი გიორგი ხაჩიძეც ესწრებოდნენ.

მხარეებმა თბილისი 2015-ის ფარგლებში მიმდინარე ტექნიკურ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

თეგებითბილისი 2015
0.117511