ჭადრაკი

16:02 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სამეული დაწინაურდა

ნონა გაფრინდაშვილის თასის ფინიშამდე ორი ტურით გათამაშებაში სამეული გალიდერდა. 6 ქულით პირველ-მესამე ადგილებს ინაწილებენ: 1. გიგა ყუფარაძე (2503), 2. ტიგრან პეტროსიანი (სომხეთი, 2338), 3. ლევან ფანცულაია (2596).

მომდევნო ტურში საინტერესო იქნება ორი ლიდერის: პეტროსიანისა ფანცულაიას დაპირისპირება. მესამე ლიდერი ყუფარაძე თეთრი ფიგურებით ლუკა პაიჭაძეს ეთამაშება.

ღია ტურნირის  პარალელურად მიმდინარე 8 წლამდე გოგონათა შეჯიბრს 6 ქულით ერთპირონულად დიანა ლომაია ლიდერობს. ხოლო, ამავე ასაკის ბიჭებში ქულათა მაქსიმუმი რობერტ მურადიანი პირველობს.

10-წლიან გოგონებს 6.5 ქულით დამაჯერებლად თამარ ესაძე ლიდერობს და მთელი 1.5 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან ეკა ბეჭვაიას. ბიჭების ასპარეზობის სათავეში მამიკონ ღარიბიანი იმყოფება.

12-წლიან გოგონებს 5.5 ქულით კვლავ ელენე კოსტავა ლიდერობს, ბიჭებს კი 6.5 ქულით ლუკა ობოლაძე მეწინავეობს.

0.119426