ფეხბურთი

12:25 | 21.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

სალვადორის ნაკრების 14 ფეხბურთელს სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს

ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო სამყარო ხმაურიანმა სკანდალმა შეძრა. სალვადორის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების ერთბაშად 14-მა ფეხბურთელმა სამუდამო დიკვალიფიკაცია მიიღო.

Reuters-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი მოთამაშეთა ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობა გახდა.

წყაროს ცნობით, სალვადორის ნაკრების ორი მარცხი - აშშ-სთან (1:2) და მექსიკასთან (0:5) ფეხბურთელების მიერ წინასწარ იყო ორგანიზებული. ამიერიდან, ეს 14 ფეხბურთელი ვეღარასოდეს მოირგებს ეროვნული გუნდის მაისურს.

 

0.116857