საფრანგეთის ლიგა ერთში, კვირას გასამართი მატჩების ფავორიტებად სტუმარი გუნდები მიიჩნეოდნენ, რომლებმაც აქტივში 3-3 ქულა ჩაიწერეს კიდეც.
დღის პირველ მატჩში, „სენტ ეტიენი“ „აიაჩოს“ ეწვია. ობამეიანგის გუნდიდან წასვლის შემდეგ, „მწვანეების“ ერთპიროვნულ ლიდერად ბრანდაო იქცა, რომელმაც, 34-ე წუთზე გატანით, გუნდს მოაგებინა კიდეც.
ძალიან კარგად დაიწყო თამაში „მარსელმა“. 9-წლიანი შესვენების შემდეგ ფრანგული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული „გენგამი“ მე-16 წუთზე უკვე 0:3 აგებდა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, მასპინძლებს გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ იატაბარემ თერთმეტმეტრიანი გააცუდა. ოციოდ წუთში, „გენგამის“ თავდამსხმელმა თავისი გოლი მაინც გაიტანა.
აიაჩო-სენტ ეტიენი 0:1 (0:1)
აიაჩო, “ფრანსუა კოტი” 7948
აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, ანდრე, ზუბარი, პეროცო, ბონარი, პიერაცი, პედრეტი, მოსტეფა (დიარა 52), კავალი, ლასნე, მუტუ (ოლიეში 74).
მწვრთნელი: ფაბრიციო რავანელი.
სენტ ეტიენი (4-3-3-): რუფიე, კლერკი, ზუმა, პერინი, ბრიზონი, ლემუანი, კლემენი (დიომანდი 77), კოადე (კონე 83), ამუმა, ბრანდაო, ტაბანუ (ნიკოლიტა 46).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გოლი: 0:1 ბრანდაო (34).
გაფრთხილებები: ანდრე 20 - ბრანდაო 89.
გაძევება: ანდრე 90+1.
მსაჯი: ბართოლომეუ ვარელა.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 7 (1)-8 (2), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-1, ჯარიმა: 17-18.
გენგამი-მარსელი 1:3 (0:3)
გენგამი, “რუდურუ”
გენგამი (4-4-2): სამასა, პერეირა, კერბრატი, სორბონი, ლემეტრი, ბოვუ, მატისი, სანკარე (ატიკი 68), ჟირესი (დიალო 46), ლანგილი, იატაბარე.
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, დიავარა, ნ’კულუ, მენდი, რომაო, ვანგა, პაიე (ამალფიტანო 80), ვალბუენა, ა. აიუ, ჟინიაკი (ჯ. აიუ 68).
მწვრთნელი: ელი ბოპი.
გოლები: 0:1 ჟინიაკი (2), 0:2 პაიე (4), 0:3 პაიე (16), 1:3 იატაბარე (74).
52-ე წუთზე, იატაბარემ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.
გაფრთხილებები: სორბონი 74, ლემეტრი 84 - პაიე 18, ნ’კულუ 42, რომაო 73, ა. აიუ 76.
მსაჯი: სედ ენჟიმი.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 8 (7)-7 (7), კუთხური: 10-3, თამაშგარე: 6-1, სეივი: 4-6, ჯარიმა: 15-20.