26-წლიანი პაუზის შემდეგ, „ბორდო“ საფრანგეთის თასის მფლობელია. ჟირონდელებმა ამ ტურნირზე გამარჯვება მეოთხედ იზეიმეს, დაამარცხეს რა ფინალში პირველად მოთამაშე „ევიანი“.
თამაშის გმირად „ბორდოს“ შემტევი შეიკ დიაბატე იქცა, რომელსაც ბოლო 9 თამაშში 10 გოლი დაუგროვდა. „ევიანის“ კარი მალელმა 2-ჯერ აიღო. მან თამაშის პირველი და ბოლო გოლები გაიტანა. მე-2 ტაიმის დასაწყისში, 25 წლის თავდამსხმელს კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ მან თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.
პარიზში გამართულ შეხვედრაში, „ევიანმა“ ბოლომდე იბრძოლა. პასკალ დუპრაზის შეგირდებმა 2-ჯერ გაათანაბრეს, მაგრამ დიაბატეს მიერ 89-ე წუთზე გატანილმა გოლმა თასი და ევროპის ლიგის საგზური „ბორდოს“ მოუპოვა.
ბორდო-ევიანი 3:2 (1:0)
პარიზი, “სტად დე ფრანსი”
ბორდო (4-2-3-1): ლაკე, ჯეჯე, კამბონი, ბეტაო, ვასი, რაბიუ (ტიე ბი 82), სორლინი, ბერიგო, ნინკოვიჩი (ბარბოსა 59), კელიფა, საგბო.
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
ევიანი (4-2-2-2): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, ტრემულინა, პლაზილი (პოკო 67), სერტიჩი, მორის-ბელეი, ობრანიაკი, სევე, დიაბატე.
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
გოლები: 1:0 დიაბატე (39), 1:1 საგბო (51), 2:1 სევე (53), 2:2 ჯეჯე (70), 3:2 დიაბატე (89).
48-ე წუთზე, დიაბატემ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი.