ჩოგბურთი

9:22 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“საჩოგბურთო კლასიკა” კვლავ ნადალმა მოიგო

გასულ კვირას რაფა ნადალმა მონრეალში იმარჯვა და “მასტერზ1000”-ზე მოპოვებულ საჩემპიონო ტიტულთა რაოდენობა 25-მდე აიყვანა. ამ დილით კი “მალიორკელმა ბუღამ”ოჰაიოს შტატის ცინცინატის შეჯიბრების მეოთხედფინალში დიდი სლემის ტურნირების სარეკორდოდ მომგებ შვეიცარიელ როჯერ ფედერერს 5:7, 6:4, 6:3 მოუგო და ასპარეზობას მოქმედი გამარჯვებული ჩამოაცილა.

საწყისი სეტის წაგების შემდეგ ნადალმა მეორე პარტიაში თავისი პირველი ბრეიკი გააკეთა, რის შემდეგაც მეოთხედფინალი მოგებამდე მიიყვანა. “როდესაც  როჯერ ფედერერს ვხვდები, ემოციის დაოკება ძალინ მიჭირს ხოლმე. მოხარული ვარ მოგებით, მაგრამ ახლა ეს წარმატება უნდა დავივიწყო და დარჩენილ გადამწყვეტ მატჩებზე გადავერთო”, - განაცხადა შვეიცარიელის დამარცხების შემდეგ რაფამ.  

ნადალისა და ფედერერის ურთიერთშეხვედრებს რაც შეეხება, რაფამ 21-ედ მოახერხა როჯერის ძლევა, თავად კი 10 მარცხი აქვს განცდილი. ჰარდსაფარიან კორტზე დაპირისპირებისას კი ნადალი ფედერერს 7:6-ს უგებს.

ცინცინატის ტურნირის ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან

ჯონ იზნერი (აშშ) – ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა)

რაფა ნადალი (ესპანეთი) – ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123891