ფეხბურთი

15:13 | 7.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” შეკრებაზე მეტოქე შეეცვალა

თურქეთში შეკრებაზე მყოფ “საბურთალოს” სპარინგპარტნიორი შეეცვალა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

თემურ შალამბერიძის შეგირდები 8 თებერვალს ბულგარეთი A ლიგის (უმაღლესი ლიგა) “ბეროეს” უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ მის ნაცვლად “მონტანას” დაუპირისპირდებიან. ხსენებული კლუბიც ბულგარულია და B ლიგაში (პირველი ლიგა) გამოდის, სადაც 14 გუნდში მეექვსეა.

შეგახსენებთ, რომ “საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე პირველი თამაში ბულგარეთის “ჩერნო მორესთან” ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.

0.120081