საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, თემურ შალამბერიძის ხელმძღვანელობით 2-დან 22 თებერვლამდე შეკრებას თურქეთში გაივლის და 6 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
“საბურთალოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, შალამბერიძის შეგირდები საკონტროლო შეხვედრებს 5, 8, 12, 15, 18 და 21 თებერვალს ჩაატარებენ. “საბურთალოს” სავრაუდო მეტოქეებია არიან: ბულგარეთის A ლიგაში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე “ბეროე”, ამავე ქვეყნის B ლიგის (პირველი ლიგა) წარმომადგენლები “ბანსკო” და “მონტანა”, ასევე, უკრაინისა და ყაზახეთის პირველლიგელები, “ოლექსანდრია” და “კასპიი”. კიდევ ერთი მოწინააღმდეგის ვინაობა უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
შეკრებაზე გამგზავრებამდე “საბურთალო” “ბენდელას თასზე” ითამაშებს. შალამბერიძის გაწვრთნილები 18 იანვარს თანალიგელ “მარნეულს” შეხვდებიან, 25 იანვარს აზერბაიჯანის პირველი ლიგის “ქარადაგს”, 31 იანვარს კი, რუსთავის “მეტალურგს”.