ფეხბურთი

12:03 | 12.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

საბალეტას “არსენალთან” თამაშის იმედი აქვს

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელმა მცველმა პაბლო საბალეტამ, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 13 სექტემბერს, ლონდონში “არსენალის” წინააღმდეგ თამაშს შესძლებს.

29 წლის ფეხბურთელი, ეროვნული გუნდის მაისურით გერმანიის ნაკრებთან თამაშისას დაშავდა და “მეთოფეთა” წინააღმდეგ მისი მოედანზე გასვლაც ამის შემდეგ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.

“ლუკას პოდოლსკისთან უსიამოვნო შეჯახება მქონდა. უსიამოვნო შეგრძნება ახლაც მაქვს, მაგრამ ჩემი მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. კვირის დასაწყისიდან, ინდივიდუალური პროგრამით ვემზადები. ვიმედოვნებ, რომ “არსენალთან” მატჩამდე, ფორმის აღდგენას მოავახერხებ. მინდა მჯეროდეს, რომ თამაშის დღეს სრულიად ჯანმრთელი ვიქნები”, - განაცხადა საბალეტამ.

2.134568