ქალთა ჩემპიონთა ლიგაში გაირკვა მეორე ჯგუფური ეტაპის 8 მონაწილიდან 6. სათამაშოა ბოლო ტური.
პირველ ჯგუფში უპირობოდ გაიმარჯვა მოქმედმა ჩემპიონმა, უნგრულმა “დიორი ეტომ”, მეორე საგზურისთვის კი დანარჩენი სამი გუნდი იბრძვის. მომავალ შაბათ-კვირას ითამაშებენ “დიორი” – “ბაია მარე”, “ტიურინგერი” – “ჰიპო”.
მეორე ჯგუფში დანიურმა “მიდტიულანდმა” სტუმრად დაამარცხა უნგრეთის “ფერენცვაროში” და მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა. მეორე საგზურის მფლობელი გაირკვევა “ფერენcვაროშისა” და მონტენეგროს “ბუდუჩნოსტის” თამაშში, ოღონდ უნგრელები უკვე სტუმრად თამაშობენ.
დანარჩენ 2 ჯგუფში ყველაფერი ცხადია. სლოვენიის “კრიმმა” და შვედეთის “სევეფოფმა” ერთმანეთში ფრედ ითმაშეს და ოფიციალურად გაიფორმეს მეორე ეტაპზე გასვლა, ხოლო დანიურ “ლარვიკსა” და მაკედონიურ “ვარდარს” საგზური აქამდე ჰქონდათ განაღდებული.
ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი.
5 ტური. 9-10 ნოემბერი
A ჯგუფი
ბაია მარე (რუმ) - ტიურინგერი (გერ) 20:19
ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) – დიორი ეტო (უნგ) 27:28
დიორი 10, ჰიპო 4 / ბაია მარე 4, ტიურინგერი 2
B ჯგუფი
ლიუბლინი (პოლ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 22:30
ფერენცვაროში (უნგ) – მიდტიულანდი (დან) 25:26
მიდტიულანდი 8, ბუდუჩნოსტი 6 / ფერენცვაროში 6, ლიუბლინი 0
C ჯგუფი
ლაიპციგი (გერ) - მეცი (საფ) 22:25
სევეჰოფი (შვდ) - კრიმ მერკატორი (სლნ) 25:25
კრიმი 7, სევეჰოფი 7 / მეცი 4, ლაიპციგი 2
D ჯგუფი
ვარდარ სკოპიე (მკდ) - ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) 30:20
პოდრავკა (ხორ) - ლარვიკი (ნორ) 19:24
ვარდარი 9, ლარვიკი 9 / პოდრავკა 2, ბალონმანო 0
მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 2–2 გუნდი