მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს “არმია” და “რუსთავი” დაუპირისპირდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში “არმია” მე-2, ხოლო “რუსთავი” მე-7 ადგილზე გავიდა, რა თქმა უნდა, ფავორიტად “არმია” ითვლებოდა. პროგნოზების საპირისპიროდ, შეხვედრა ქვემოქართლელთა უპირატესობით დაიწყო. ყველასთვის მოულოდნელად “რუსთავი” დაწინაურდა, რომელიც მეხუთე წუთისთვის 12:3-ს იგებდა. კოტე ტუღუშის შეგირდებმა მეორე მეოთხედში მოახერხეს მობილიზება, ანგარიში გაათანაბრეს, წინ გავიდნენ და სასურველი გაამრჯვებაც მოიპოვეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 84:65 “არმიას” სასარგებლოდ. სერიაში “არმია” 1:0 დაწინაურდა.
ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო “რუსთავის” უკანახაზელი მალხაზ აბაიშვილი, რომელმაც ყველაზე მეტი 24 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ აბაიშვილმა 6 სამქულიანი ჩააგდო, რაც მიმდინარე ჩემპიონატში მისივე რეკორდის გამეორებაა. 10 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა აბაიშვილის თანაგუნდელი დავით გუგავა. მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი 16 ქულა გიორგი ჯგერენაიამ მიითვალა. 10 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა ჯგერენაიას თანაგუნდელი გიორგი შარაბიძე. ამ შეხვედრაში არ უთამაშია “რუსთავის” ცენტრალურ თავდამსხმელ დავით მაისურაძეს. ამ კალათბურთელს მეუღლე უკრაინელი ჰყავს, რომელსაც ბავშვი შეეძინა და მეუღლის სამშობლოში გაემგზავრა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია:
კოტე ტუღუში (“არმიას” მთავარი მწვრთნელი): “ამ შეხვედრისთვის და მთლიანად მეოთხედფინალური სერიისთვის საგულდაგულოდ მოვემზადეთ. მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ, მაგრამ ხარვეზები გვქონდა. განსაკუთრებით უკმაყოფილო ვარ ჩემი კალათბურთელების ფარზე ნაჩვენები შედეგით. რუსთავშიც რომ ასე ვითამაშოთ, სასურველი შედეგი ნამდვილად არ გვექნება, რადგან ქვემოქართლელები საკუთარ მოედანზე კარგად თამაშობენ და შეიძლება წავაგოთ კიდეც. მომავალში ხარვეზების გამოსწორებას ვეცდებით, რომ სერია მოვიგოთ და ნახევარფინალში გავიდეთ”.
ოთარ ხმელიძე (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ “არმიას” პირველ მოგებას. შემადგენლობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფავორიტი “არმიაა”. გვაქვს მოკლე სკამი და ამას ისიც დაემატა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ტანმაღალი კალათბურთელი გიორგი მაისურაძე ოჯახური მდგომარეობის გამო დაგვეთხოვა და ნახევარფინალის საგზურის მოპოვების შანსი მიზერული გახდა. თავი შემიძლია იმით ვინუგეშო, რომ იოლად არაფერი დაგვითმია. მომავალშიც ვეცდებით, რომ ჩვენთან იოლი გასეირნების უფლება არავის მივცეთ”.
“არმია”-“რუსთავის” მეორე შეხვედრა ხვალ გაიმართება.
ამჟამად მიმდინარეობს “დინამოსა” და “ოლიმპის” შეხვედრა.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||