სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან “რუსთავი” ერთადერთია, რომელიც 2014-15 წლების სეზონისათვის მზადებას შეუდგა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” პრესსამსახურის უფროსმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
სუპერლიგის მონაწილე სხვა გუნდებიდან მხოლოდ ქვეყნის ვიცე ჩემპიონი “ქუთაისი-2010” აქტიურობს, რომელმაც გუნდი თითქმის დააკომპლექტა, ხოლო ახალი სეზონისათვის ვარჯიშების დაწყებას მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში აპირებს. რაც შეეხებათ სხვა გუნდებს, ჯერჯერობით გაურკვეველ სიტუაციაში არიან.