კალათბურთი

19:12 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

„რუსთავი“ ალხანაიძისა და მაისურაძის გარეშე დარჩა

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, სუპერლიგის მონაწილე „რუსთავი“ ფორვარდ ირაკლი ალხანაიძისა (23.01.92, 200 სმ) და ცენტრალურ თავდამსხმელ დავით მაისურაძის (03.05.90, 204 სმ) გარეშე დარჩა, რომლებმაც მიმდინარე 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვეს.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „რუსთავის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძე და ალხანაიძე „რუსთავში“ 2013-2014 წლების სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხნენ. 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ „რუსთავს“ 2 მოგება აქვს და 9 გუნდს შორის მე-7 ადგილზე იმყოფება.

0.116771