რუსეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
რუსული გამოცემების ინფორმაციით, კაპელომ არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე გააკეთა:
მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა), იური ლოდიგინი (“ზენიტი”), სერგეი რიჟიკოვი (“რუბინი”).
მცველები: ვასილი ბერეზუცკი, სერგეი იგნაშევიჩი, გეორგი შჩენიკოვი (ყველა ცსკა), ვლადიმირ გრანატი, ალექსეი კოზლოვი (ორივე “დინამო” მოსკოვი), ანდრე ეშჩენკო (“ანჟი”), დმიტრი კომბაროვი (“სპარტაკი”), ანდრეი სემიონოვი (“ტერეკი”).
ნახევარმცველები: ალექსეი იონოვი, იური ჟირკოვი, იგორ დენისოვი (ყველა “დინამო” მოსკოვი), ალან ძაგოევი (ცსკა), რომან შიროკოვი (“კრასნოდარი”), დენის გლუშაკოვი (“სპარტაკი”), ვიქტორ ფაიზულინი, ოლეგ შატოვი (ორივე “ზენიტი”), ალექსანდრ სამედოვი (“ლოკომოტივი”).
თავდამსხმელები: ალექსანდრ კოკორინი (“დინამო”), მაქსიმ კანუნიკოვი (“ამკარი”), ალექსანდრ კერჟაკოვი (“ზენიტი”).