თამაშგარე

10:44 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთი მეძავების იმედადაა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ათასგვარ სარეკლამო ტრიუკს იგონებს იმისათვის, რათა მოახლოვებულ სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან ხალხი რუსეთში ჩაიყვანოს, ბევრი ევროპელი და არამხოლოდ ევროპელი მაინც თავს იკავებს ოლიმპიადაზე გამგზავრებისაგან.

როგორც იცით, სოჭი აფხაზეთსა და ჩრდილო კავკასიის იმ რეგიონებს ესაზღვრება, სადაც რბილად რომ ვთქვათ, სულაც არაა დალაგებული სიტუაცია. თუმცა, სოჭის ოლიმპიადის მესვეურებს მხსნელად შესაძლებელია სრულიად სხვა რამ მოევლინოს...

უკვე ათასობით ინგლისურენოვან საიტზე ვრცელდება ფოტოები და სარეკლამო ტექსტი იმასთან დაკავშირებით, რომ სოჭში ჩასულ ტურისტებს რუსი მეძავები ძალიან იაფად მოემსახურებიან. ფოტოებზე რუსი ლამაზმანები არიან აღბეჭდილნი და ასეთი რეკლამა არაერთ კაცს ”დააბამს”. სექსის წყურვილი ხშირად სიკვდილის შიშზე მეტია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114148