ფეხბურთი

13:50 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუნის უქმობა ელის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ უეინ რუნის საზარდულის ტრავმა კვლავ აწუხებს. ამის შესახებ “წითელი ეშმაკების” თავკაცმა დევიდ მოიესმა განუცხადა ბრიტანელ ჟურნალისტებს.

“ტოტენჰემთან” მატჩში, გეგმა ასეთი იყო: რუნის 90 წუთი უნდა ეთამაშა, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა აწუხებდა. მოედანზე შემტევი ფეხბურთელები გვჭირდებოდა, რათა ლონდონელთა დაცვის ხაზი გაგვერღვია. რუნი სწორედ ასეთი ფეხბურთელია. უეინის დასვენების საშუალება რომ გვქონოდა, ასეც მოვიქცეოდით. დიდი ალბათობით, რუნი რამდენიმე მატჩს გამოტოვებს”, - განაცხადა მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” “ტოტენჰემთან” 1:2 დამარცხდა.

 

0.119631