ფეხბურთი

21:53 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუნი: “სუარესი და სტარიჯი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან”

“ლივერპულთან” გასამართი მატჩის წინ, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ მერსისაიდელთა შემტევ დუეტზე ისაუბრა.

“ჩემთვის, სუარესი, მესისთან და რონალდუსთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის შედის. ის კარგია როგორც ინდივიდუალურად, ასევე სტარიჯთან წყვილში. ორივე ეს ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაშია. მათ შესაჩერებლად მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს.

სუარესი და სტარიჯი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. კარგია, რომ სტარიჯი “ლივერპულში” ათამაშდა, რადგან მანამდე მას სათამაშო დრო არ ეძლეოდა. ეს ინგლისის ნაკრებისთვისაც კარგია.” – აცხადებს რუნი კვირას გასამართი მატჩის წინ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირები სწორედ სუარესი და სტარიჯი არიან. ურუგვაელის ანგარიშზე 24 გოლია, ხოლო ინგლისელის – 18.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102601