ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს და “პარი სენ ჟერმენში” გადავიდეს. Daily Mail-ის ცნობით, დიდი ალბათობით, მანჩესტერელთა მწვრთნელი ჰოლანდიელი ლუი ვან გაალი გახდება, რომელმაც უკვე თქვა, რომ შეტევაში მთავარ აქცენტს თავის თანამემამულე რობინ ვან პერსიზე გააკეთებს. რუნი კი შესაძლოა, პსჟ-ში აღმოჩნდეს. პარიზელებმა მას კარგა ხანია თვალი დაადგეს. თუ ასე მოხდა, მაშინ 28 წლის შემტევის ტრანსფერი პსჟ-ს 35 მილიონი გირვანქა დაუჯდება.