ფეხბურთი

15:47 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუნი ქპრ-სთან გამოირიცხა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი თავის გუნდს “ქუინზ პარკ რეინჯერსთან” ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩში ვერ დაეხმარება. Sky Sports-ის ცნობით, 27 წლის ინგლისელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ისევ აწუხებს. 

საქმე ისაა, რომ რუნის ცხვირის ანთებითი დაავადება აქვს. ამის გამო, ფორვარდმა ვერც “რეგინგთან” ინგლისის თასის მატჩში (2:1) ითამაშა. 
ცნობისათვის, ქპრ-სა და “მანჩესტერ იუნაიტედის” დაპირისპირება 23 თებერვალს გაიმართება.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117065