დიდი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი უეინ რუნი კლუბს მიმდინარე სატრანსფერო სეზონში შეიცვლის. Goal-ის ინფორმაციით, 27 წლის ინგლისელმა ერთბაშად 2 კლუბის წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკების პირველი ეტაპი.
კლუბები არ კონკრეტდება, თუმცა რამდენადაც ცნობილია, რუნის გადაბირება “ჩელსის”, “რეალს”, “მონაკოს”, “არსენალსა” და პსჟ-ს სურთ. მანჩესტერელთა ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ რუნიმ მანჩესტერელებს ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა.