“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი ახალ მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესთან სალაპარაკოდ კლუბის ბაზაზე მივიდა. ბრიტანული პრესის ცნობით, “მანიუს” დამრიგებელი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს მომავალი თანამშრომლობის თაობაზე ესაუბრება.
შეგახსენებთ, რუნიმ პრემიერლიგის გასული სეზონის დასრულების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას კარიერის სხვა გუნდში გაგრძელების სურვილი გაუმხილა. ევროპული სპორტული გამოცემები კი უმალ მისი შეძენის მსურველ კლუბებზე ალაპარაკდნენ, რომელთა შორისაც “არსენალი”, “ჩელსი” და “პარი სენ-ჟერმენიც” ახსენეს.
ორიოდ დღის წინ Daily Star-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 27 წლის ფეხბურთელი მზადაა, “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი გაახანგრძლივოს, თუკი ხელფასს არ დააკლებენ და კვირაში ისევ 250 ათას გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან.