მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ UEFA “პარი სენ ჟერმენის" მიერ განხორციელებული ტრანსფერებით დაინტერესდება და მათ ფინანსურ ფეირ ფლეისთან შესაბამისობას შეამოწმებს.
“ძნელი წარმოსადგენია, რომ პსჟ-ს ქმედებები ფინანსურ ფეირ ფლეის წესებს შეესაბამებოდეს. ყველამ კარგად იცის იმ ფინანსური სახსრების შესახებ, რომლის წყალობითაც პარიზელთა ბიუჯეტი, ყატარიდან, ყოველწლიურად, 200 მილიონი ევროთი ივსება.
იმედი მაქვს, რომ მიშელ პლატინი პსჟ-ს საკითხს სერიოზულად მიუდგება. კლუბები, რომლებიც წესებს არღვევენ, სრული სიმკაცრით უნდა დასაჯონ. UEFA-სთვის ეს პრინციპული საკითხია.
რა თქმა უნდა, შეიძლება მე და პლატინის არ დაგვეთანხმოთ, მაგრამ არ შეიძლება დავუშვათ, რომ მდიდარმა ხალხმა საუდის არაბეთიდან და რუსეთიდან ჩემპიონთა ლიგის ბედი გადაწყვიტონ. პლატინი, ამ საკითხზე, ჩემს აზრს იზიარებს.
ბუნდესლიგის კლუბები ფინანსური ფეირ ფლეის წესებს იცავენ და არ დავუშვებთ, რომ სხვა კლუბებმა ეს წესები დაარღვიონ.” – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Goal-ი.
2011 წელს, “პარი სენ ჟერმენის” აქციების საკონტროლო პაკეტი Qatar Investment Authority-მ შეიძინა, რის შემდეგაც, პარიზელებმა ტრანსფერებში დაახლოებით 390 მილიონი ევრო დახარჯეს.