მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კლუბის ზაფხულის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღიარა, რომ ბრაზილიელი ნეიმარის შეძენა მართლაც სურდათ.
“გვსურდა, მაგრამ ნეიმარი არ საუბრობს გერმანულად, არ იცნობს ჩვენს კულტურას, - უთხრა რუმენიგემ Sport Bild-ს, - ის თბილ, სამხრეთულ ცხოვრებასაა მიჩვეული და ეს გარკვეულ პრობლემებს შეგვიქმნიდა. ამიტომაც ვარჩიეთ გიოტცე. კანდიდატთა სია დიდი არ იყო, ვიცოდით, რომ ერთი სუპერმოთამაშე გვჭირდებოდა. ისეთი, რომელიც ჩვენს მაღალ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებდა. გიოტცე სწორედ ასეთია”.