მიუნხენის “ბაიერნის” მმართველი გუნდის წევრმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდის ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ტონი კროოსთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ყველა ღონეს იხმარს.
“კროოსის შენარჩუნება ძალიან გვინდა და იმედია საერთო ენას გამოვნახავთ. ვეცდებით, ისეთი ხელშეკრულება გავაფორმოთ, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება” – აღნიშნა რუმენიგემ.
ვეტერანი ფეხბურთელი ბოლო დროს გავრცელებულ თემასაც შეეხო, რომლის თანახმადაც, “ბაიერნი” “იუვენტუსის” ნახევარმცველ პოლ პოგბას შეძენითაა დაინტერესებული.
“ეს მოთამაშე ჩვენ არ გვაინტერესებს. უბრალო ჭორია, რომელიც შესაძლოა ფეხბურთელის ფასის აწევის მცდელობაც იყოს” – დასძინა რუმენიგემ.