ფეხბურთი

16:10 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე კონტრაბანდისთვის დააჯარიმეს

 

საფეხბურთო კლუბ “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ძვირფასი საათების კონტრაბანდისთვის ჯარიმის სახით 249900 ევრო გადაიხადა.

Suddeutsche Zeitung –ის ინფორმაციით, სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუმენიგე გადასახადებისგან თავის არიდებაში დამნაშავედ ცნეს.

საქმე ეხება ფირმა Rolex-ის 2 საათს, რომლებიც ამა წლის თებერვალში რუმენიგემ ყატარიდან ჩამოიტანა, მაგრამ გერმანიის საზღვრის გადაკვეთისას საბაჟო დეკლარაციაში არ მიუთითა.

მან მებაჟეებს მოატყუა, თითქოს საათები ახალი არაა და მეგობარმა აჩუქა. თუმცა, გამოძიების დროს გაირკვა, რომ რუმენიგემ საათები თავად შეიძინა.

შედეგად, კანონის დარღვევისთვის მან სოლიდური თანხა გადაიხადა. ამრიგად, რუმენიგეს ბიოგრაფიაში გაჩნდა ჩანაწერი მისი ნასამართლობის თაობაზე.

0.116106