მიუნხენის “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფიფა გააკრიტიკა. ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის აზრით, ფიფას ხელმძღვანელობას კლუბებთან მეტი თანამშრომლობა მართებს.
“ბოლო წლებში უეფასთან საკმაოდ მჭიდროდ და ნაყოფიერადაც ვთანამშრომლობთ. ფიფას მხრიდან კი თანამშრომლობის სურვილს სამწუხაროდ ჯერ ვერ ვხედავთ. არადა, მისი საქმიანობა გაუმჯობესების სურვილს ნამდვილად ტოვებს. კარგი იქნება, თუ დემოკრატულობის ხარისხი გაიზრდება” – განაცხადა რუმენიგემ.