ფეხბურთი

21:36 | 21.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია ტოტის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს მიესალმება

იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია მიიჩნევს, რომ მისი გუნდის კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზადაა.

37 წლის ფეხბურთელი ბრაზილიაში იტალიის ნაკრებთან ერთად გამგზავრების სურვილს გამოთქვამს, ხოლო “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელი ჩეზარე პრანდელი ტოტის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

“თუ ტოტი მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს, ეს შესანიშნავი იქნება როგორც მისთვის, ასევე “რომასთვის”. ის კარგად თამაშობს და სიტყვა პრანდელიზეა.

ყველა ვხედავთ, რომ ტოტი შესანიშნავადაა მომზადებული როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. მას ფეხბურთის თამაში ჯერ კიდევ მოსწონს.” – აცხადებს რუდი გარსია.

ტოტის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 58 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი. მას “სკუადრა აძურას” მაისურით 2006 წლის მუნდიალის შემდეგ არ უთამაშია.

0.119154