საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ლისაბონში პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის, წინა შეხვედრასთან შედარებით, შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა.
უკანა ხაზში განაცხადში და სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა თედო ზიბზიბაძე, რომელმაც შარშან “მიხეილ მესხზე” პორტუგალიელებს ორი ლელო გაუტანა. მან შუამარბის პოზიციაზე მერაბ შარიქაძის ადგილი დაიკავა, რომელიც ბოლო დროს მუდამ სასტარტო შემადგენლობაში იყო, ამჯერად კი, განაცხადშიც არაა.
პირველ ხაზში ორი ცვლილება მოხდა. თამაშს იწყებენ შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა, რომლებიც ბელგიასთან შეცვლებზე შევიდნენ. პირველმა ჯაბა ბრეგვაძე შეცვალა, ხოლო მეორემ ტრავმირებული დავით ქუბრიაშვილი, რომელმაც გასულ მატჩში ხელი მოიტეხა. მესამე ხაზში ვიტო კოლელიშვილმა გიორგი თხილაიშვილის ადგილი დაიკავა, ეს უკანასკნელი კი, განაცხადშიც არაა.
სათადარიგოთა შორისაა “კასტრის” პირველხაზელი ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც მწვრთნელმა ტრავმირებული ქუბრიაშვილის ნაცვლად მიიწვია.
2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
მეორე წრე. მეორე ტური
8 თებერვალი. შაბათი
ლოსაბონი. “უნივერსიტეტი”. 19:00 საათი
პორტუგალია - საქართველო
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი, 73 კეპი, 491 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, კაპ., 68, 120), 13. დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი, 69, 65), 12. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 72, 95), 11. გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი, 37, 30), 10. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 27, 15), 9. გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი, 18); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი, 15, 5), 2. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 17, 5), 3. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 11, 15), 4. კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 16, 5), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 58, 15), 6. ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი, 25, 10), 7. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 71, 45), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 29, 25).
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 20, 5), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 4), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (“კასტრი”, საფრანგეთი, 9), 19. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 34, 35), 20. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 39, 5); 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 7), 22. ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი, 42, 105), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 13, 52).
რუსეთი - რუმინეთი
ესპანეთი - ბელგია
1 | საქართველო | 6 | 5 | 1 | 0 | 170-61 | 24 |
2 | რუმინეთი | 6 | 5 | 1 | 0 | 138-65 | 23 |
3 | რუსეთი | 6 | 4 | 0 | 2 | 138-141 | 18 |
4 | პორტუგალია | 6 | 1 | 1 | 4 | 75-120 | 7 |
5 | ესპანეთი | 6 | 0 | 2 | 4 | 97-157 | 6 |
6 | ბელგია | 6 | 0 | 1 | 5 | 92-166 | 5 |