ფეხბურთი

15:48 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“როსტოვის” ვიცეპრეზიდენტი: “ანანიძისა და ძიუბას შეძენა ბევრ კლუბს სურს”

საფეხბურთო კლუბ “როსტოვის” ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ შიკუნოვმა ინტერნეტგამოცემა sportsdaily.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯანო ანანიძისა და არტიომ ძიუბას დონის ფეხბურთელების შეძენის საშუალება არ აქვთ.

-ბევრი, თქვენი გუნდის პროგრესს მოსკოვის “სპარტაკიდან” იჯარით აყვანილ ძიუბასა და ანანიძეს უკავშირებს...

-მათ გარდა ჩვენ კიდევ გვყავს კარგი დონის ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ნაკრებებში თამაშობენ: პლეტიკოსა, მილიჩი, კსულუ, ბაშტუტი, გაცკანი, კანფა. რა თქმა უნდა, ძიუბასა და ანანიძის მოსვლამ ჩვენი გუნდი გააძლიერა, მაგრამ “როსტოვი” მხოლოდ ეს ორი ფეხბურთელი არაა.

-“სპარტაკთან” შეთანხმება რთული იყო?

-არავითარი პრობლემა არ ყოფილა. ბიჭებმა თავად მოინდომეს სათამაშო პრაქტიკის მიღება გუნდში, სადაც უკვე იყვნენ “სპარტაკის” ყოფილი ფეხბურთელები. როსტოვში ხალხი სტადიონზე დადის. კარგი მოედანია. ასე რომ, მათთვის ყველაფერი მისაღებია. პლუს, ძიუბას რუსეთის ნაკრებში მოხვედრა უნდა.

-ზაფხულში მათი კონტრაქტების გამოსყიდვის სურვილი გაქვთ?

-სურვილი გვაქვს, საშუალება – არა. ასეთი ფეხბურთელების შეძენა ბევრ კლუბებს სურთ და არა მხოლოდ “როსტოვს”.

0.115525