ფეხბურთი

17:18 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

როსის “ბაიერნში” თამაშის შანსი ჰქონდა

წელიწადის წინათ, როდესაც იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი ესპანური “ვილიარეალის” საკუთრება იყო, კარიერის მიუნხენის “ბაიერნში” გაგრძელებას გეგმავდა, მაგრამ მძიმე ტრავმამ ტრანსფერი ჩაშალა.

“ბაიერნთან” კონტრაქტი თითქმის გაფორმებული გვქონდა, მაგრამ მეორე ტრავმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. როგორც იქნა, როსიმ ლაზარეთს თავი დააღწია. შესაძლოა, ჯუზეპეს მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დრო დაეთმოს კიდეც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მას წელიწადნახევარი გაუცდა. როსის ფლორენციაში ყველაფერი მოსწონს და გუნდსაც კარგად შეეგუა”, - განუცხადა თავდამსხმელის აგენტმა ანდრეა პასტორელომ Radio Blu-ს.

შეგახსენებთ, რომ როსი, რომელიც ახლა ფლორენციის “ფიორენტინას” საკუთრებაა, 2011 წლის ოქტომბერში დაშავდა. მას მუხლის ჯვარედინი მყესები გაუწყდა. 2012 წლის გაზაფხულზე, იტალიელმა ვარჯიში განაახლა, მაგრამ ტრავმა გაუმიზეზდა და დღემდე აღდგენით კურსს გადის.

 

0.106427