კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი სანდრო როსელი მიიჩნევს, რომ მისი გუნდის მეკარის, ვიქტორ ვალდესის დარჩენის შანსები ამოწურული ჯერ არაა.
ვიქტორ ვალდესს “ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც ცნობილია, 31 წლის კიპერი მშობლიურ კლუბთან თანამშრობლობის გაგრძელებას არ აპირებს.
“ვცდილობდი ვიქტორი დარჩენაში დამერწმუნებინა. ამჟამად, ის კვლავ “ბარსელონას” ფეხბურთელია და რა თქმა უნდა, ვიქტორის გადარწმუნებას კვლავ ვეცდები. ჩვენს განკარგულებაში მთელი წელია და ამ დროში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.” – აცხადებს როსელი.
“ბარსას” პრეზიდენტი კომენტარს იკერ კასილიასის შესაძლო შეძენაზეც აკეთებს. ბოლო დროს “რეალის” სათადარიგოთა სკამს დაჩვეული ვარსკვლავის გუნდიდან აბარგების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა და ის “ბარსელონასაც” დაუკავშირეს. თუმცა, ტრანსფერის განხორციელებას როსელი გამორიცხავს. “შევეცდებით თუ არა კასილიასის ყიდვას? არავითარ შემთხვევაში. ზოგიერთი ფეხბურთელი თავისი კლუბის სიმბოლოა. “რეალი” ჩავის შეძენას არ ცდილობს და კასილიასის ტრანსფერზე არც მე ვიფიქრებ.”