ფეხბურთი

15:17 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

როსელი: “ვილანოვა ტიტულებზე მნიშვნელოვანია”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ კლუბი ნიუ იორკიდან ტიტო ვილანოვას დაბრუნებას არ დააჩქარებს. მოგეხსენებათ, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ოპერაციისშემდგომ კურსებს გადის. 

“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვილანოვას 100%-ით ვენდობით და იმდენ ხანს დაველოდებით, რამდენიც საჭირო იქნება. ტიტო თავს მხნედ გრძნობს და მალე გამოჯანმრთელდება. მან ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაფიის კურსები გადაიტანა. ვილანოვას იმედი აქვს, რომ ყველა პროცედურა მარტის ბოლოს დასრულდება და მუშაობის გაგრძელების უფლება ექნება. მისი გამოჯანმრთელება ჩვენთვის პრიორიტეტულია. თუკი ტიტო სრულიად ჯანმრთელი იქნება, თამამად ვიტყვი, რომ სეზონი შედგა. მიუხედავად იმისა, მოვიგებთ თუ არა ტიტულს”, - განუცხადა როსელმა Football Espana-ს. 
შეგახსენებთ, რომ როსელმა ვილანოვას ნიუ იორკში პირადად ჩააკითხა. თუკი კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავლენ, სავარაუდოდ, ვილანოვა ამ ეტაპიდან დაეხმარება გუნდს.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115802