ფეხბურთი

0:30 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

როსელი: “მესის ყიდვა 580 მილიონი ღირს”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კლუბის ტრანსფერებზე ისაუბრა და ის თანხა დაასახელა, რომლის გადახდაც ლიონელ მესის მსურველ გუნდს მოუწევს.

“ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელსაც “ბარსელონადან” წასვლა სურს, ამის საშუალებას მივცემთ, მაგრამ არა მესის. თავად განსაჯეთ: ლიონელის ყიდვა მხოლოდ მისი სატრანსფერო ფასის გადახდას არ ნიშნავს. საჭიროა კიდევ არაერთი დეტალის გათვალისწინება, მათ შორის გადასახადების, რომლებიც 56%-ს შეადგენენ. საბოლოოდ, მესის ფასი 580 მილიონ ევროს უტოლდება.

რაც შეეხება ტიაგო ალკანტარას, ის ჩვენ გავუშვით, რადგან ფეხბურთელს წასვლა უნდოდა. ტიაგომ გუნდიდან გაშვების თხოვნით მოგვართა და გადავწყვიტეთ, კავშირი გაგვეწყვიტა ფეხბურთელთან, რომლისთვისაც “ბარსელონა” პრიორიტეტული არ იყო.

ტიაგუ სილვას შეძენა ძალიან გვინდოდა, მაგრამ მისი ყიდვა შეუძლებელი გამოდგა. პსჟ-მ ფეხბურთელის გაშვებაზე უარი განაცხადა, რის გამოც, დაცვის გასაძლიერებლად სხვა ვარიანტების ძებნა მოგვიწევს.” – ციტირებს როსელის სიტყვებს Sport-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113259