ფეხბურთი

12:39 | 21.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

როსელი: “ელ-შაარავი მომწონს, მაგრამ ტრანსფერს არ ვგეგმავ”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელიმ აღიარა, რომ “მილანის” თავდამსხმელი სტეფან ელ-შაარავი დიდი ხანია მოსწონს, მაგრამ მისი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყებას არ გეგმავს.
“ელ-შაარავი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ნებისმიერი გუნდის გაძლიერება შეუძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის გადმობირებას ვაპირებ. ადრიანო გალიანისთან მოლაპარაკების წარმოება ურთულესი საქმეა” – უთხრა როსელიმ ესპანურ სპორტულ გამოცემებს.

 

თეგებიროსელი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122219