ფეხბურთი

12:18 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დასვენება ჭირდება

 

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურში, “ალმერიასთან” 5:0 მოგებულ მატჩში დაშავდა.

28 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 54-ე წუთზე მიიღო და ის ხესემ შეცვალა. ნამატჩევს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სერიოზული არაფერია და კრიშტიანუს უბრალოდ დასვენება ჭირდება.

“ვფიქრობ, კარგი თამაში გამოგვივიდა. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი კარი მშრალად შევინახეთ და ერთ მთლიან გუნდად ვიყავით შეკრული. სანაკრებო მატჩების შემდეგ, შემადგენლობის მხრივ გარკვეული პრობლემები გვქონდა და ამიტომ, დღეს განსხვავებულად ვითამაშეთ. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, მას მუხლქვეშა მყესთან დაკავშირებით მცირე პრობლემა აქვს, მაგრამ სერიოზული არაფერია და მალე გამოჯანმრთელდება. მას ტკივილები არ აწუხებს და უბრალოდ კუნთია გადაღლილი” - თქვა ნამატჩევს ანჩელოტიმ.

აღსანიშნავია, რომ “ალმერიასთან” მატჩში ანგარიში სწორედ კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა და მადრიდის “რეალის” ისტორიაში ბომბარდირთა დავაში მე-4 ადგილამდე დაწინაურდა. მის ანგარიშზე “სამეფო კლუბის” მაისურით უკვე 164 გოლი დაგროვდა და მექსიკელ უგო სანჩესს გაუთანაბრდა. ახლა რონალდუს წინ “რეალის” სამი ექს-ფორვარდია - რაული (228 გოლი), ალფრედო დი სტეფანო (216) და სანტილიანა (186).

 

 

0.118498