შესაძლოა, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. AS-ის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ “ატლეტიკოსთან” კოპა დელ რეის ფინალურ მატჩში (1:2), პორტუგალიელმა მეტოქეთა ნახევარმცველ გაბიზე ძალზე უხეშად ითამაშა და წითელი ბარათითაც დაისაჯა.
სადღეისოდ, გასარკვევი ისაა, რამდენ მატჩს გამოტოვებს რონალდუ. თუკი მადრიდელთა შემტევი 4 მატჩით დაისჯება, პრიმერა დივიზიონის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს და მომდევნო სეზონის საწყის 2 შეხვედრასაც დააკლდება.
ცნობისათვის, პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, რონალდუმ 34 მატჩი ჩაატარა და 34 გოლით გამოირჩა.