ფეხბურთი

11:25 | 24.03.2013 | ნანახია 490 - ჯერ

რონალდუმ ვარჯიში გამოტოვა

 

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ კუნთის ტკივილი იგრძნო და უკანასკნელი ვარჯიში გამოტოვა. ამის შესახებ AS-ი იუწყება.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელები ბაქოში იმყოფებიან, სადაც სამშაბათს აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. დისკვალიფიკაციის გამო, ამ შეხვედრაში მონაწილეობას რონალდუ ვერ მიიღებს. მიუხედავად ამისა, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი ეროვნული ნაკრების ბანაკში დარჩა.

სავარაუდოდ, რონალდუ “სარაგოსასთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უახლოესი ტურის მატჩში თამაშს შეძლებს.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:09 | 25.03.2013
babubabu (17085)

რუსეთში რა ხელოვნურ მოედანზე რომ ათამაშენ რუსებმა თან თოვდა მგონი გადაიმტვრიენ ფეხბურთელებმა ყველაფერი.. ყველა თამაშს მოიგებს ეხლა პორტუგალია...ნამდვილად არ მინდა მსოფლიო ჩემპიონათი რონალდუს გარეშე...ისევე როგორც არ მინდა მესის გარეშე..და ა.შ... ფეხბურთის პეწიც ეგ არის.....

15:50 | 24.03.2013
Lucas B. (1294)

საკმარისზე მეტი თამაში აქვს ჩასატარებელი, იმისტვის რომ პირველზე გავიდნენ თუნდაც, სახლში გაადახევს ბურთს, რუსეთს და ისრაელს

13:16 | 24.03.2013
kakhaberry (2630)

სულ ქართველ ფეხბურთელებს არ გავს, ტრავმას და დისკვალიფიკაციას ვინ ჩივის, ძირითადში ვერ მოხვედრის გამო რომ ტოვებენ ხოლმე შეკრებას...

12:37 | 24.03.2013
El Capitano 7 (35967)

რუსეთი 12
ისრაელი 8
პორტუგალია 8
ესაა სამეული თან რუსეთს სათამაშო აქ პორტუგალია არის სუფთა ღლეების გუნდი

12:24 | 24.03.2013
Lucas B. (1294)

ცხრილი დადეთ ააბა ამ ჯგუფის თუ შეგიძლიათ... აარ ჩარჩებიან , შანსიი არაა

12:07 | 24.03.2013
Madrileño (26972)

აზერბაიჯანსაც თუ ვერ მოუგეს და მაშინ რაღა უნდათ საერთოდ :დ

12:06 | 24.03.2013
the_third_man (1368)

რო ჩარჩნენ პორტუგალიელები რა ღადაობა იქნება

0.116077