მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის (1:1) შემდეგ, უეფას ოფიციალური საიტისთვის კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელს მიაჩნია, რომ მადრიდელები უფრო მეტ გოლს იმსახურებდნენ.
“რთული მატჩი იყო. “მანჩესტერმა” დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშა. ვფიქრობ, უკეთესი გუნდი ვიყავით და იმაზე მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე მხოლოდ ერთი გოლია. მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, საპასუხო მატჩის წინ მაინც კარგი შანსი გვაქვს. ინიციატივის მოპოვებას შევეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “ოლდ ტრაფორდზე” გავიმარჯვოთ”, - განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდელთაგან ერთადერთი გოლი სწორედ რონალდუმ მიითვალა.