მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ის “სამეფო კლუბთან”, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს.
რონალდუს “რეალთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელთა პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი პორტუგალიელის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე დაყოლიებას აქტიურად ცდილობს, მაგრამ თავად რონალდუ მოლაპარაკებების არსებობას უარყოფს.
“ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით ჯერ არავისთან მისაუბრია. ჩემთვის, ყველაზე მთავარი გუნდია.”
რონალდუ მცირე კომენტარს ჟოზე მოურინიოს სიტყვებზეც აკეთებს. ცოტა ხნის წინათ, “განსაკუთრებულმა” განაცხადა, რომ რონალდუს ისეთი წარმოდგენა აქვს, თითქოს ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის. “ეს საკითხი არ მაინტერესებს. ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ, ეროვნული ნაკრებია.” – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Sky Sports-ი.