ფეხბურთი

15:42 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ “დორტმუნდთან” ითამაშებს

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმა მოიშუშა და “დორტმუნდთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2-ფინალურ მატჩში სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ AS-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ორშაბათს, რონალდუ თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. ბარძაყის ტრავმის გამო, პორტუგალიელმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩი (2:1) და კვირას გამართული ვარჯიში გამოტოვა. სადღეისოდ, მადრიდელთა “შვიდიანი” ჯანმრთელია და მოედანზე 90 წუთის გატარება ძალუძს.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში, “დორტმუნდმა” “რეალი” 4:1 დაამარცხა.

 

0.150471