მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ატლეტიკოსთან” 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ წარუმატებლობა, პირველ ყოვლისა, ფეხბურთელების ბრალია. მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კი, რონალდუმ აქო და ადიდა.
“როცა საქმე ცუდად მიდის, ძალიან ადვილია ხელის სხვისკენ გაშვერა, მაგრამ ეს ჩემთვის მიუღებელია. წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ფეხბურთელებმა საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ვფიქრობ, კარლო ანჩელოტის გაკრიტიკება ზედმეტია. ის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, ვისთანაც კი მიმუშავია. დარწმუნებული ვარ, მას ჩვენთან ერთად ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია”, – უთხრა კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებს.